რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალმა "ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას" მოაწერეს ხელი.
შეთანხმებას ხელი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა მოაწერეს.
გადაწყვეტილების თანახმად, "ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე". გარდა ამისა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს.
ცნობისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან "ორმაგი მოქალაქეობისა და "რესპუბლიკის" მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ" ე.წ. შეთანხმების პროექტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 აგვისტოს დაამტკიცა.